შემაძრწუნებელი ბრალდება ჯანმოს: " 50 ქალი ებოლას პანდემმიის დროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანამშრომლებს სექსუალურ ძალადობასა და მკვლელობის მუქარებში ადანაშაულებენ"
მსოფლიო - 16:18, 02 Oct, 2020     1366

50-ზე მეტმა ქალმა საერთაშორისო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან და სხვა წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან სექსუალურ ექსპლუატაციასა და ძალადობაში დაადანაშაულა. მათი თქმით, აღნიშნული ძალადობრივი დამოკიდებულება ხორციელდებოდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე ებოლას პანდემიის განმავლობაში.

51-მა კონგოს მაცხოვრებელმა ქალმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანამშრომლები მათზე სისტემატურად ძალადობდნენ 2018 -2020 წლებში. დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ მამაკაცები ისინი ინტენსიურად სთავაზობდნენ სექსუალურ ურთიერთობას სამსახურის სანაცვლოდ, იმ შემთხვევაში თუ უარს აცხადებდნენ, კონტრაქტს უწყვეტდნენ.

ზემოხსენებული ქალების თქმით, მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მუშაკები სექსუალური ურთიერთობის დამყარების მიზნით ეპატიჟებოდნენ სასმელზე, ზოგირთს ოფისებსა და საავადმყოფოში აიძულებდნენ სექსუალურ მომსახურებას, რამდენიმე მათგანი კი საერთო ჩაკეტეს ოთახებში და აშინებდნენ სიკვდილით, დაწვით იმ შემთხვევაში თუ მათ ბრძანებებს არ შეასრულებდნენ.

აღნიშნულ ბრალდებას გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანი და მოითხოვა სრულყოფილი გამოძიება აღნიშნულ საკითხთან მიმართებით.

როგორც ცნობილი ხდება, აღნიშნული ქალები, რომლებიც პანდემიის დროს კონგოში ჩამოსული ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მუშაკების მსხვერპლნი გახდნენ, მზარეულებად, დამლაგებლებად და საზოგადოებასთან უერთიერთობის განყოფილებებში მუშაობდნენ. მათი ხელფასი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მუშაობის განმავლობაში შეადგენდა თვეში 50-100 $-ს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42