უკრაინის მმართველი პარტიის წევრმა, ლუდმილა მორჩენკომ სენსაციური განცხადება გააკეთა- მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში ოფიციალური კიევ ბაქოს სამხედრო მხარდაჭერასაც გაუწევს.
„ჩვენ უკვე ვეხმარებით აზერბაიჯანს სამართლებრივი და აგრეთვე ჰუმანიტარული კუთხითაც. აგრეთვე განვიხილავთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, თუ როგორ შეიძლება აღმოვუჩინოთ დახმარება აზერბაიჯანს. უკრაინა მზად გახლავთ სხვადასხვა სახის დახმარების გასაწევად, მათ შორის სამხედრო კუთხითაც, თუ ამის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგება. ეს საომარი ვითარებაა“ - განაცხადა პარტია „ხალხის მსახურის“ წევრმა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო შეტაკებები უკვე მე-6 დღეა რაც მიმდინარეობს- გასული ღამის განმავლობაში კი აზერბაიჯანელებამა სომეხთა პოზიციები რამდენიმე მიმართულებით გაარღვიეს და სიმაღლეები დაიკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






