აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეოები, სადაც ასახულია თუ როგორ ბომბავენ სომეხი ქვეითი არმიის პოზიციებს თურქული წარმოების ბაიქთარები. პირველ ვიდეოში საჰაერო იერიშის შედეგად განადგურებულია ნაღმტყორცნების, ტყვიამფრქვევების და სხვა საცეცხლე პოზიციები.
აღნიშულ კადრებში სომხური მხარის დანაკარგებმა 30-ზე მეტი ქვეითი ჯარისკაცი შეადგინა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური გვერდის მიერ გამოქვეყნებულ მეორე ვიდეოში ჩანს აგრეთვე სამხედრო პოზიციებზე მყოფი ტექნიკა, ძირითადად სატვირთო მანქანები, რომლებსაც უპილოტო დამრტყმელი ავიაცია ანადგურებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აგდერის მიმართულებით სამხედროებმა აიღეს და მტრის სამხედროებისგან სრულად გაათავისფულეს სიმაღლეები მადაგიზისა და სხვა დასახლებული პუნქტების გარშემო.
აგრეთვე სომეხთა თავდაცვითი ხაზი გარღვეულია ჯებრაილ-ფიზულის მიმართულებაზე, სადაც სამხედროებმა მოახერხეს სომხური დანაყოფების წინააღმდეგობის გადალახვა, აიძულეს უკან დახევა. თავდაცვის უწყების თქმით, აზერბაიჯანული მხარე აგრეთვე აკონტროლებს ტერიტორიებს მუროვდაგის მიმართულებითაც.
მასალის გამოყენების პირობები






