1 ოქტომბერს ყარაბაღში ბრძოლები გასულ დღესთან შედარებით დაბალი ინტენსივობით მიმდინარეობს. როგორც სომხური და აზერბაიჯანული მედიები იტყობინებიან, დაბალი სიხშირით მიმდინარეობს საარტილერიო ორთაბრძოლები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც სომხურ კოლონაზე გუშინდელი თავდასხმის შედეგებს ასახავს- კადრში ნაჩვენებია 10-ზე მეტი დამწვარი ტექნიკა, რომელთა შორისაა ჯავშანტრანსპორტიორი და სატვირთოები, რომელთაც საბრძოლო მასალები სომხური არმიისთვის გადაჰქონდათ ფრონტის ხაზზე.
აგრეთვე გამოქვეყნდა თურქული დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატის, ბაირაქთარის მოქმედების მორიგი კადრები, რომელზეც ასახულია რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა OCA-ს ორი დანადგარისა და ტ-72-ის ტიპის ტანკის აფეთქება.
უკრაინული მედია ავრცელებს აგრეთვე ყარაბაღიდან მოსახლეობის ევაკუაციის ამსახველ ვიდეოს, სადაც ჩანს ასეულობით მანქანის კოლონა, რომელიც დასახლებულ ზონებს ტოვებს .
მასალის გამოყენების პირობები






