რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ მისი მოწამვლის უკან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დგას. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, მე მიმაჩნია, რომ აღნიშნული დანაშაულის მიღმა პუტინი დგას და სხვა ვერსიებზე არც ვფიქრობ“- განაცხადა ნავალნიმ. ოპოზიციონერის თქმით, იგი მკურნალობის დასრულებისთანავე რუსეთში დაბრუნებას გეგმავს.
„ ჩემი მიზანია ვიყო ადამიანი, რომელსაც არაფრის ეშინია. მე ნამდვილად არ მეშინია“- განაცხადა ნავალნიმ.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა 20 აგვისტოს, რა დროსაც ცუდად გახდა, თვითმფრინავის პილოტი იძულებული გახდა, ომსკში ავარიულად დაეშვა საფრენი აპარატი. ნავალნი უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული უგონო მდგომარეობაში. მას შემდეგ, რაც იგი გერმანიაში გადაიყვანეს სამკურნალოდ, სპეციალისტებმა დაადგინეს, რიმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნოვიჩოკით იქნა მოწამლული.
მასალის გამოყენების პირობები






