აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომეხთა პოზიციებზე გასული ღამის ინტენსიური საჰაერო და საარტილერიო დაბომბვის კადრები გამოაქვეყნა- განადგურებულია ათეულობით ტანკი, ჯავშანმანქანა და საარტილერიო დანადგარი (ვიდეო)
მსოფლიო - 12:01, 01 Oct, 2020     3797

გასული ღამის განმავლობაში ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირება კვლავ მძვინვარებდა აზერბაიჯანელ და სომეხ სამხედროებს შორის. უკვე მე-5 დღეა კონფლიქტის ცხელი ფაზა მიმდინარეობს, რაც 1994 წლის შემდეგ უპრეცედენტოა. დაპირისპირებულ მხარეებს შორის ძირითადად საარტილერიო დუელი მიმდინარეობს, აზერბაიჯანული მხარე კი მთელი ღამის განმავლობაში შორსმსროლელ სარაკეტო არტილერიასთან ერთად შეუჩერებლად იყენებდა თურქული წარმოების , BAYRAKTAR TB-ის ტიპის დამრტყმელ უპილოტო ავიაციას.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 27-იდან 30 სექტემბრის ღამის მონაცემების ჩათვლით მოკლულთა და დაშავებულთა რაოდენობამ 2300 ჯარისკაცი შეადგინა, განადგურებულია სომეხთა 200-მდე ტანკი და სხვა სახის ჯავშანმანქანა, 228 საარტილერიო დანადგარი, მათ შორის რეაქტიული სისტემები და ნაღმტყორცნები, 30 ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარი, 6 საკომანდო ცენტრი, 5 იარაღის საწყობი და 110-ზე მეტი საავტომობილი ტექნიკა.

სამხედრო უწყებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა რამდენიმე ვიდეო ბრძოლის ველიდან, რომელიც ასახავს ათეულობით ტანკის, ზალპური რეაქტიული საარტილერიო სისტემის, იარაღის საწყობების, საჰაერო აპარატებთა რადიო ელექტრონული ბრძოლის სისტემების განადგურებას. გასული ღამის განმავლობაში მოხდა აგრეთვე უპილოტო კამიკაძე დრონების მასობრივი გამოყენება- 2.5 მეტრის ებრაული HAROP-ებით ხდებოდა სამიზნეების განადგურება.

გამოქვეყნებულ ვიდეოებში აგრეთვე დაფიქსირდა სომხური საბრძოლო კომპლექტის გადამტანი კოლონების განადგურების კადრები. სატვირთო ავტომობილებს ბრძოლის ველზე გადაჰქონდათ ჭურვები, რათა შეევსოთ ის გახარჯული მარაგი, რომელიც გაისროლეს სომხურმა საარტილერიო დანადგარებმა უკანასკნელი დღეების განმავლობაში.












მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42