"კორონავირუსი ამოარჩევს ვიღაც მოწყვლადს ჩვენს შორის და იმას მოკლავს და ვიდრე ადამიანებს ოჯახში არ მოუკვდებათ ვინმე, არ უნდა მიხვდნენ, რომ წესები უნდა დაიცვან?"- იმნაძის ემოციური მიმართვა
COVID-19 - 11:32, 01 Oct, 2020     2646

ვიდრე ადამიანებს თვითონ, ოჯახში არ მოუკვდებათ ვინმე, არ უნდა მიხვდნენ, რომ წესები უნდა დაიცვან? - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„მეტი რა ვთქვა. ის, რაც გვერდზე ქვეყნებში ან შორს ხდებოდა, ამის მაგალითები ხომ იყო, ხომ ვიცით, რომ ეს დაავადება ასეთია. კი, ბატონო, 85% ყოველგვარი პრობლემის გარეშე გადაიტანს, მაგრამ ამოარჩევს ვიღაც მოწყვლადს ჩვენს შორის და იმას მოკლავს, აუცილებლად მეზობელს ან ოჯახის წევრს უნდა მოუვიდეს, რომ გავიგოთ? რთულია სხვის მაგალითზე ისწავლო? აუცილებლად საკუთარ მაგალითზე უნდა ისწავლო?

წერტილოვანი შეზღუდვები საჭირო ხდება იმიტომ, რომ მიუხედავად მრავალგზის თხოვნისა, რომ ადამიანებმა თვითონ მოახერხონ, დაიცვან უმარტივესი წესები - ნიღაბი და დისტანცია, იძულებული ვხდებით, წერტილოვანი შეზღუდვები შემოვიღოთ. მაგრამ ქვეყნის ჩაკეტვა და იმ შეზღუდვების შემოღება ძალიან ადვილი იქნებოდა, მაგრამ არ შეიძლება ქვეყანა ჩაკეტილი იყოს. მთავარი არის, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ დავიცვათ ელემენტარული წესები, ავადმყოფი, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ განსაკუთრებით დავიცვათ ასაკოვნები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, რომ მათამდე არ მივუშვათ კორონავირუსი.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის მეპატრონეებს არანაირი ჩაკეტვა არ დასჭირდებათ, სამსახურში რომ ყველა ავად გახდება, მომუშავე არ ეყოლება, იმას ჩაკეტვა რად უნდა?- განაცხადა იმნაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42