"ნეტავ როგორ მოიქცევა ხალხი, რომელსაც ვუყვარვართ?!" - "ბასტი-ბუბუ“-ს სასამართლოში უჩივიან
საზოგადოება - 15:57, 30 Sep, 2020     1731

ბასტი-ბუბუს საქმე სასამართლოს გადაეცა, – ამის შესახებ „ბასტი-ბუბუს“ ხელმძღვანელი, თამარ სხვიტარიძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.

მისი თქმით, მიზეზი 130 000-ლარიანი იჯარაა, რომლის გადახდასაც ვერ ახერხებენ.კორონავირუსმა ყველასთან ერთად დააზარალა ბავშვების საყვარელი – „ბასტი ბუბუც“!

უკვე ათი თვეა, ბავშვები ვერ დადიან სტუდიაში, საიდანაც აქვს „ბასტი-ბუბუს“ ძირითადი შემოსავალი.

უხელფასოდ არის 60 თანამშრომელი, რომლებიც თავისი საქმის უმაღლესი კლასის სპეციალისტები არიან.

ასევე, „ბასტი ბუბუ“ ვერ იხდის იჯარის თანხას, რომელსაც 30 წლის განმავლობაში პირნათლად უხდიდა სახელმწიფო ორგანიზაცია „ახალგაზრდობის სააგენტოს“!

„ბევრი მიწერ-მოწერის, პირადი და ვირტუალური შეხვედრების შემდეგ, ახალგაზრდობის სააგენტომ, გუშინ „ბასტი ბუბუს“ მისცა ერთი კვირის ვადა, რათა დაფაროს 130 000 ლარის ოდენობის იჯარის ვალი, რომელიც კორონავირუსის გამო დაუგროვდა და რომლის გადახდის არანაირი ფინანსური საშუალება „ბასტი ბუბუს“ ამ ეტაპზე არ გააჩნია!

ერთი კვირის შემდეგ, კორონავირუსით დაზარალებული „ბასტი ბუბუს“ საქმე გადაეცემა სასამართლოს!

ეს ის შემთხვევაა, როცა საქმის ვითარება სასაცილოც არის და სატირალიც!

P.S. ნეტავ, როგორ მოიქცევა სახელმწიფო, სასამართლო, ხალხი, რომელსაც უყვარს „ბასტი ბუბუ“ და როგორ ჩაიწერება ეს წლები „ბასტი ბუბუს“ ისტორიაში, რომელიც უკვე საქართველოს ბავშვების საყვარელი 30-წლიანი ბრენდია.

დაველოდოთ საქმის განვითარებას. ვითვალისწინებთ ხალხის დიდ ინტერესს და ამიტომ დღეიდან ამ საქმის განვითარების ყველა დეტალი საჯარო გახდება!“, – წერს სხვიტარიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42