შევედით პანდემიის აღმავლობის ფაზაში - მედიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
COVID-19 - 13:36, 30 Sep, 2020     1386

კორონავირუსის პირველი პიკი მდორედ მიმდინარეობდა, რეალურად ახლა შევედით პანდემიის აღმავლობის ფაზაში, - ამის შესახებ ინფექციონისტმა და კლინიკა „ნეოლაბის“ ექიმმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ კორონავირუსის ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

ინფექციონისტის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ინფექციის აღმავლობა ცუდ დროს დაიწყო, რადგან ისეთი სეზონია , რომ სხვა რესპირატორული ინფექციები მათ შორის გრიპი წამოგვეწევა და გაართულებს ცოტა სიტუაციას იმ მხრივ, რომ ბევრი სიმპტომური პაციენტი იქნება სხვა ინფექციებითაც, რაც გამოიწვევს გარკვეულ პანიკას, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას.

„ჩვენთან პიკი ფაქტობრივად არ ყოფილა. ახლა შევედით იმ ფაზაში, რომელიც ევროპის ქვეყნებმა გამოიარეს. როდესაც საუბარია მეორე ტალღაზე, ჩვენ ამ მეორე ტალღაზე არ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად არც ყოფილა. პირველი პიკი ძალიან მდორედ მიმდინარე იყო ერთეული შემთხვევებით. რეალურად ახლა შევედით პანდემიის აღმავლობის ფაზაში.

რაც შეეხება პერსპექტივას, როგორც სხვა ქვეყნებში ვნახეთ ასეთი პიკური მიმდინარეობით, სწრაფი აღმავლობისას მოსალოდნელია სტაბილიზაცია, უბრალოდ ეს აღმავლობა ჩვენ ცუდ დროს დაგვემთხვა. სეზონია ისეთი, რომ სხვა რესპირატორული ინფექციები მათ შორის გრიპი წამოგვეწევა და გაართულებს ცოტა სიტუაციას იმ მხრივ, რომ ბევრი სიმპტომური პაციენტი იქნება სხვა ინფექციებითაც, რაც გამოიწვევს გარკვეულ პანიკას, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას", - განაცხადა ბუწაშვილმა.

მისი თქმით თბილისში ვითარება სტაბილურია, აჭარაში ინფიცირების შემთხვევების აფეთქება კი ლოკალური.

„ბათუმში ახალი შემთხვევების აღმავლობა რჩება ისევ აჭარაში. თბილისში, საბედნიეროდ, სტაბილური სიტუაცია გვაქვს, ის პერიოდი გავიდა, როდესაც აჭარიდან თბილისში ჩამოსული ადამიანების ინფიცირების აღმავლობა უნდა გვენახა, თუ იქნებოდა ინფიცირების წყარო აჭარაში მოგზაურობის ისტორია. საბედნიეროდ, აჭარის აფეთქება არის ლოკალური, მისი გავრცელება არ შეინიშნება. ცალკეული შემთხვევები, რაც ყველგან გვაქვს გარდაუვალია“,-მაია ბუწაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42