აშშ-ში წინასაარჩევნოდ საპრეზიდენტო კანდიდატებს, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის სატელევიზიო დებატები გაიმართა, რომელიც ურთიერთბრალდებებითა და ერთმანეთის მკაცრი კრიტიკით გამოირჩა. დისკუსიისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რასობრივ საკითხებზე არსებული ტრენინგები შეაჩერა, რადგან ადამიანებს მისი თქმით, არწმუნებდნენ, რომ აშშ ბოროტი, რასისტული და საშინელი ქვეყანაა. აღნიშნულ განცხადებას, დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატი ტრამპის კრიტიკით გამოეხმაურა და მოქმედ პრეზიდენტს რასისტი უწოდა - „ დონალდ ტრამპი განსხვავებული კანის ფერის მქონე ადამიანებს ზევიდან უყურებს“.
ბაიდენმა დებატების მსვლელობისას აგრეთვე აღნიშნა, რომ ტრამპის კავშირები ვლადიმერ პუტინთან აშკარაა- მისი თქმით, პრეზიდენტს რუსეთის ლიდერის გაკრიტიკების რაღაც ფაქტორების გამო ეშინია.
„ვლადიმერ პუტინს როდესაც პირისპირ ვხვდებოდი, ვეუბნებოდი რომ მისგან არაფერს მოვითმენდით. ტრამპი კი ისე იქცევა, როგორც პუტინის ლეკვი, უარს ამბობს გააკრიტიკოს რუსეთის პრეზიდენტი, იმაზეც კი, რომ ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცების ლიკვიდაციისთვის რუსებმა ჯილდო დააწესეს“ - აღნიშნა ბაიდენმა.
მასალის გამოყენების პირობები






