„დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში სულ გახლავთ 6192 რეგისტრირებული კოვიდინფიცირებული. ბოლო 24 საათში დაემატა 326 პაციენტი. გამოჯანმრთელების პროცენტი მაღალია - უკვე 50%-ზე ოდნავ მეტია მათი რაოდენობა, ეს არის 3120 პაციენტი. კლინიკებში მკურნალობას გადის 3072 პაციენტი. კრიტიკულად მძიმე არის 28 მათგანის მდგომარეობა. აქედან 26 არის მართვით სუნთქვაზე.
8 პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფექცია დაამარცხა 796-მა პაციენტმა.
აჭარაში, ცხელ წერტილში ისევ მაღალია პროცენტული მაჩვენებელი 72%-ია, რაც შეესაბამება 235 პაციენტს, შემდეგ მოდის იმერეთი 38 პაციენტით, ეს 14%, შემდეგ მოდის თბილისი, სადაც 30-ია ახლადგამოვლენილი შემთხვევა, რაც 9%-ს შეესაბამება, სამეგრელო ზემო-სვანეთში გახლავთ 14, რაც 4%-ია, გურიაში გახლავთ 6 ახალი დადასტურებული, რაც 2%-ს შეადგენს, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში არის თითო ახალი შემთხვევა“ - განაცხადა ენდელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






