უკანასკნელი საათების განმავლობაში ყარაბაღის რუკაზე ტერიტორიული ცვლილებები აღინიშნა აზერბაიჯანული არმიის შეტევის შედეგად. ქართული სამხედრო პორტალი აქვეყნებს, რუკას სადაც ასახულია შეტევის ის მიმართულებები, რომმლებშიც მიმდინარეობს სამხედრო დაპირისპირება.
როგორც ირკვევა, გამოიკვეთა შეტევის 5 მიმართულება- მუროვდაგის, ტალიშის, მარდაკერტის, ფიზულისა და ჯებრაილის მიმართულებებზე. უკანასკნელი მონამცებით, აზერბაიჯანული არმიის შეტევის შედეგად დამატებით 2 სოფელი და 3 სიმაღლე არის აღებული. აგრეთვე აქტიურად მიმდინარეობს შეტევები მუროვდაგის ქედის და ტალიშ-მარდაკერტის გასათავისუფლებლად.
აზერბაიჯანულმა სოციალურმა მედიამ აგრეთვე გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომელზეც ასახულნი არიან ცეცხლსასროლი იარაღის შედეგად დაცხრილული სომეხი ჯარისკაცები. როგორც აზერბაიჯანელები იტყობინებიან, აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა ერთ-ერთი სიმაღლეზე საგუშაგოს აღებისას, რა დროსაც შემტევმა მოიერიშე ჯგუფებმა ცეცხლი გაუხსნეს სატვირთო ავტომობილს, სადაც 10-მდე სომეხი ჯარისკაცი ადგილზე მოკლეს.

მასალის გამოყენების პირობები






