სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებების ფონზე უმძიმესი დანაკარგები აქვს- საჰაერო იერიშებს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი არაკელ მარტიკიანი შეეწირა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდა ავიაიერიშის დროს.
ცნობების თანახმად, საარტილერიო და საავიაციო დაბომბვებს მაღალი რანგის კიდევ ორი სამხედრო ოფიცერი- სპეციალური ბრიგადის მეთაური, პოდპოლკოვნიკი ვარდანიან ლერნიკ არეგი და პოლკოვნიკი ნიკოლაი მიქაელოვიჩ აიკიანი.
შეგახსენებთ, რომ ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს გამთენიისას განახლდა. აღნიშნული მასშტაბის შეიარაღებულ კონფლიქტს 90-იანი წლებიდან დღემდე ადგილი არ ჰქონია. გაეროს უშიშროების საბჭო ზემოხსენებული სამხედრო დაპირისპირების შესაჩერებლად შეკრებას და კონკრეტული სამშვიდობო რეზოლუციის მიღებას გეგმავს.

მასალის გამოყენების პირობები






