აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეიარაღებული ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს სომხეთის საჯარისო შენაერთთა პოზიციებზე. სამხედრო მაღალჩინოსანთა ინფორმაციით, ფიზული-ჯებრაილის მიმართულებაზე აღებულია ათამდე სოფელი, რომლის ფონზეც მნიშვნელოვან სიმაღლეებზე დამყარებულია კონტროლი.
დილით აზერბაიჯანულმა მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი ხდება, რომ შეტევითი ოპერაციის პირველი ფაზის შედეგად სულ 550-მდე სომეხი სამხედროა დაჭრილი და დაღუპული, აგრეთვე განადგურებულია ათეულობით ტანკი, საზენიტო და საარტილერიო კომპლექსები.
სომხური მხარის მტკიცებით კი, აზერბაიჯანელთა მხარეს დანაკარგები შეადგენს 200-მდე მოკლულ ადამიანს და 30-მდე ტანკს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ აგრეთვე გამოაქვეყნა თავის ოფიციალურ გვერდზე საარტილერიო და საჰაერო დაბომბვების ამსახველი კადრები. ზემოხსენებულ ვიდეოში ნაჩვენებია პოზიციებზე განლაგებული 203 მმ-იანი 2s7 pion-ის რამდენიმე თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, რომელიც სომეხთა პოზიციებს მასირებული ცეცხლით ამუშავებს. აღნიშნულ კომპლექსს 37 კილომეტრ მანძილზე შეუძლია დაბომბოს ობიექტები.
"აზერბაიჯანული არტილერია და უპილოტო ავიაცია დაუსჯელად მოქმედებენ, სომხური არმია კოლოსალურ დანაკარგებს განიცდის"- განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა.
აგრეთვე გავრცელდა თურქული უპილოტო საფრენი აპარატის, BAYRAKTAR-ის მოქმედების მორიგი ამსახველი ფაქტი, სადაც მისი იერიშის შედეგად ნაჩვენებია 2 დამწვარი T-72-ის ტიპის სომხური ტანკები.
მასალის გამოყენების პირობები






