თურქეთი აზერბაიჯანს თავისი მშობლიური მიწების დაცვაში სრულად უჭერს მხარს. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა განაცხადა. მისი თქმით, სომხეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს აგრესიული ქმედებები და სამხრეთ კავკასიაში დაქირავებული ბოევიკები, ტერორისტები უკან უნდა დააბრუნოს.
აკარმა თავისი განცხადების დროს ოფიციალურ ერევანს შეახსენა „დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ“. მან სომხეთი ოკუპანტად მოიხსენია და განაცხადა, რომ მათ აზერბაიჯანის მიწის 20 % ოკუპირებული აქვს. მინისტრმა გაიხსენა აგრეთვე ხოჯალის ტრაგედია, როდესაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე განსაკუთრებული სისასტიკითა და შეუბრალებლობით იქნა მოკლული სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ.
„სად იყავით, როდესაც სომხები ხოჯალიში ქალებს, მოხუცებსა და ბავშვებს კლავდნენ. რას ფიქრობდით 30 წლის განმავლობაში. ამ დრომდე მილიონზე მეტი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირია აღნიშული ტერიტორიიდან.
მასალის გამოყენების პირობები






