რუსეთში სომხეთის ელჩი ვარდან ტოგანიანი სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს მიმდინარე სამხედრო შეტაკებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, თურქეთმა აზერბაიჯანში ჩრდილოეთი სირიიდან 4000 დაქირავებული მებრძოლი გააგზავნა.
„ეს არის მებრძოლების გადასროლა. აზერბაიჯანანში ჩრდილოეთი სირიიდან 4000-მდე ბოევიკი იქნა გაგზავნილი“ - განაცხადა ტოგანიანმა.
დიპლომატის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას აზერბაიჯანულმა მხარემ ცრუ ინფორმაცია და ფაქტების დამახინჯება უწოდა. მათი თქმით, სომხური მხარე ცდილობს, პროპაგანდისტული ინფორმაცია გაავრცელონ.
სომხეთის თავდაცვის უწყებამ სოციალურ მედიაში გაავრცელა ვიდეო, სადაც ასახულნი არიან პიკაპებზე შემომსხდარი სამხედროები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას ესალმებიან შეძახილებით : „დიდება ალაჰს“. სომეხი სამხედრო მიმომხილველებისა და ჟურნალისტების თქმით, ზემოხსენებულ ვიდეოზე სწორედ სირიიდან აზერბაიჯანში შემოსული ბოევიკები არიან აღბეჭდილნი.
მასალის გამოყენების პირობები






