სიმპტომების გამოვლენიდან მე-8 დღეს ადამიანი გადამდები აღარ არის - მინისტრის მოადგილე
COVID-19 - 13:08, 28 Sep, 2020     1662

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან ახალი რეკომენდაციები მიიღო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეფასდეს უსიმპტომო პირების გამოჯანმრთელების სტატუსი.

თამარ გაბუნიას თქმით, სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი გადამდები აღარ არის მიუხედავად იმისა,რომ ტესტი შესაძლოა დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა - მინიმალურია ან პრაქტიკულად არ არსებობს.

მისი განცხადების თანახმად, მე-12 დღეს, თუ ადამიანს არ აქვს სიმპტომები, შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ ცხოვრებას ისე, რომ განმეორებითი ტესტი არ ჩაიტაროს.

"ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები აღარ არის და ტესტი შესაძლოა დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა - მინიმალურია ან პრაქტიკულად არ არსებობს.

ამიტომ, სქემა, რომელიც განვიხილეთ და რაც აისახება ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებში, შეეხება უსიმპტომო პირებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭებას. მეთორმეტე დღეს პირი, რომელსაც სიმპტომი აღარ აღენიშნება, ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად და შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტიურობას ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე", - თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც სიმპტომები აქვთ და საავადმყოფოებში არიან - გამოჯანმრთელების მინიმალური ხანგრძლივობა არის 13 დღე, საიდანაც 10 დღე სიმპტომების პერიოდად ითვლება, 3 დღე კი - უსიმპტომოდ.

"ამასთან ერთად, შესაძლოა, საჭირო იყოს კლინიკური გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მზად არის პაციენტი, ჩვეულ სოციალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. თუმცა, ეპიდემიოლოგიური რისკების თვალსაზრისით ასეთი პაციენტებიც, თუ ბოლო 3 დღის განმავლობაში სიმპტომები არ აქვთ, ითვლება, რომ არ წარმოადგენენ რისკს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით". - თქვა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ რომ , დღეს, 28 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 148-ით გაიზარდა, 3 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 5 552 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 1906 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 31.

NCDC-ის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 3 957 ტესტი ჩატარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42