"დაშავებულთა და მოკლულთა რაოდენობამ 550-ს გადააჭარბა..." - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომეხი სამხედროების დანაკარგების ამსახველ ვიდეოებს ავრცელებს (ვიდეო)
მსოფლიო - 11:01, 28 Sep, 2020     4544

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის სამხედრო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია აზერბაიჯანის არმიის დანაკარგებთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება და უსაფუძვლოა. აზერბაიჯანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, აღნიშნული საინფორმაციო პროპაგანდის გავრცელება სომეხთა მხრიდან მიზნად ისახავს მათი ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთებისა და ქაოსის შემცირებას.

დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სომხეთის შეირაღებულმა ძალებმა სერიოზული დანაკარგები განიცადა- განადგურდა 22 ტანკი და სხვა სახის ჯავშანტექნიკა, 15 საზენიტო-სარაკეტო სისტემა OCA, 18 უპილოტო აპარატი და 8 საარტილერიო დანადგარი. დანაკარგმა ცოცხალ ძალაში შეადგინა 550 ადამიანი დაღპულებისა და დაჭრილების სახით. ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე განეიტრალებული იქნა სომხეთის 3 საბრძოლო მასალათა საწყობი.

გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელი სამხედროები განსაკუთრებული წარმატებით იყენებენ თურქული წარმოების BAYRAKTAR-ის წარმოების დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლითაც ახორციელებენ სომხური არმიის ვიდეო მონიტორინგს და სამხედრო სამიზნეებს ანეიტრალებენ პლანირებადი ბომბებითა და მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით.

აქტიურად ხდება აგრეთვე მსხვილკალიბრიანი ზალპური საარტილერიო დანადგარების, მათ შორის smerch-ის გამოყენება სომხური არმიის პოზიციებზე.

აზერბაიჯანული მედიის თქმით, სოფელ თალიშის მიმართულებით ბრძოლების შედეგად მოკლული იქნა სომეხთა სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის ხელმძღვანელი, პოდპოლკოვნიკი ლერნიკ ბაბაიანი, ხოლო პირადმა შემადგენლობამრ, რომელსაც იგი სარდლობდა დიდი დანაკარგები განიცადა.

„სომეხთა რიგებში დაჭრილთა მასშტაბური რაოდენობის გამო, საავადმყოფოებში საწოლების დეფიციტია, აგრეთვე სისხლის მარაგის ნაკლებობასაც განიცდიან“ - განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42