ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოში არსებული ორი განყოფილება, რომელიც კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობს, სრულად არის ათვისებული.
„ჩვენს მაგალითზე გეტყვით, რომ ამჟამად მუშაობს მხოლოდ ორი განყოფილება, ის ემსახურება კოვიდინფიცირებულ პაციენტებს. ის აბსოლუტურად სრულად არის ათვისებული, თუმცა ხდება ცვალა, გაწერა და ისევ ახალი პაციენტების მიღება.
რაც შეეხება ძირითად ბოქსირებულ განყოფილებას სულ სამ-ოთხ დღეში ალბათ დამთავრდება რეაბილიტაცია, დაახლოებით ორ კვირაში სრული რემონტი და ამდენად გვექნება სრულყოფილად გამართული, არაჩვეულებრივი ვენტილაციით, ჟანგბადის მიწოდების სისტემით, ყველანაირად გამართული ბოქსირებული განყოფილება.
მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მალე მოხდეს ამ განყოფილების გახსნა“, – განაცხადა მარინა ენდელაძე „ფორმულას“ ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






