ქმარი მოკლა, ცხედარი დაანაწევრა და მისი სხეულის ნაწილები ქალაქის სხვადასხვა ადგილში დამარხა - საზარელი მკვლელობა, რომელსაც 3 და 5 წლის ბავშვები შეესწრნენ
მსოფლიო - 12:41, 23 Sep, 2020     14439
რუსეთში, ვოლგოგრადის რაიონის ქალაქ ვოლჟსკის მკვიდრმა ჩხუბის დროს ქმარი მოკლა, შემდეგ კი სხეული დაანაწევრა და ქალაქის სხვადასხვა ნაწილში დამარხა. ყველაზე შემზარავი ამ ამბავში კი ის არის, რომ საშინელი დანაშაულის ჩადენისას მათი 3 და 5 წლის შვილები სახლში იმყოფებოდნენ. რუსული მედიის ცნობით, მკვლელობა დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა.

გამოძიების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 აგვისტოს წყვილმა იჩხუბა, რის შემდეგაც ქალმა ქმარს გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი მიღებული ტრავმებისგან ადგილზე გარდაიცვალა. 33 წლის ქალმა მთელი დღე დაჰყო იმაზე ფიქრში, თუ რა უნდა გაეკეთებინა გვამისთვის, ბოლოს კი მტკიცებულებების მოშორება გადაწყვიტა.

- ქმარი მოკლა, ცხედარი დაანაწევრა, პოლიეთილენის პარკებში ჩააწყო და ქალაქ ვოლჟსკის სხვადასხვა ტყის პლანტაციებში დამარხა, რის შემდეგაც იგი ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა - ნათქვამია გამოძიების მიერ შედგენილ ანგარიშში.

ქალი მოგვიანებით დაფიქრდა იმაზე, რომ შესაძლებელი იყო ნეშტის ნაწილები ცხოველებს ამოეთხარათ და წაეღოთ. ის ნერვიულობდა, რომ დანაწევრებული გვამი დროის სიმცირის გამო საკმარისად ღრმად არ დამარხა. შეშინებულმა ცოლმა მომხდარის შესახებ თავის მეგობარს უამბო. ამის შემდეგ კი მას სამართალდამცველებმა მიაკითხეს.

ქმრის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ შემთხვევის დროს მისი მცირეწლოვანი შვილები სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა მაქსიმალურად ეცადა, რომ ბავშვებს ყოველი დეტალი არ ენახათ.

რუსეთის მოქალაქეს განზრახ მკვლელობის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენისთვის წაუყენეს ბრალი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42