აჭარა - 137, იმერეთი - 26, თბილისი - 47 - როგორია კოვიდინფიცირებულების დღევანდელი სტატისტიკა საქართველოში?
COVID-19 - 11:05, 22 Sep, 2020     1491
დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - 218 შემთხვევა ბოლო 24 საათში.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმზღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ინფიცირებულების რაოდენობით კვლავ აჭარა ლიდერობს.

„ჯერ-ჯერობით კვლავ ლიდერობს აჭარა - იქ დღეს 137 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, რაც შეეხება თბილისს, აქ 47 ახალი შემთხვევა გვაქვს. სამეგრელო-ზემო სვანეთში - 6, იმერეთში - 26, გურიაში კი 2 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1574-ია - ეს 50%-ზე ცოტა ნაკლებია.

დღეს ორი პაციენტი გარდაიცვალა. აქედან ერთ-ერთი 67 წლის მამაკაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს, თუმცა მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. ჰქონდა სხვადასხვა თანმხლები დაავადებები - არტერიული ჰიპერტენზია, ინსულტი, დიაბეტი, ქრონიკული მოციმციმე არითმია და, შესაბამისად, ამ პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, ის ქუთაისის კლინიკაში ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან 20 სექტემბერს გადმოიყვანეს, იყო ასევე უკიდურესად მძიმე, კრიტიკულ მდგომარეობაში, მასაც ჰქონდა თანმხლები ქრონიკული დაავადებები - დიაბეტი, ინსულტი, თავის ტვინის ქერქის ორმხრივი ატროფია, მწვავე პნევმონია, გულის იშემიური დაავადება და, შესაბამისად, ვერ ამ პაციენტის გამოყვანა მოხერხდა მდგომარეობიდან.

საერთო ჯამში, ქვეყანაში 16 კრიტიკულად მძიმე პაციენტი გვყავს“ - განაცხადა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42