როგორც ეზუგბაიამ განაცხადა, 16 ინფიცირებული კრიტიკულად მძიმეა, 80 კი მძიმე:
მისი ცნობით, ახალი შემთხვევებიდან 31 თბილისში გამოვლინდა, 8 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 7 გურიაში, 1 რაჭა-ლეჩხუმში, 1 კი მცხეთა-მთიანეთში.
„ბოლო 24 საათში, 193 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. 193 ახალი დადასტურებული შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა-92, იმერეთი-53, თბილისი-31, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 8, გურია - 7, რაჭა-ლეჩხუმი - 1, მცხეთა მთიანეთი -1.
ჩვენ გვაყავდა 19 გარდაცვლილი პაციენტი, დაგვემატა 1 და გახდა 20. ეს პაციენტი აფხაზეთიდან გადმოყვანილია, ასევე მასთან ერთად გადმოყვანილი იყო 3 პაციენტი. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, სამწუხაროდ, ერთ-ერთი, 60 წლის ქალბატონი გარდაიცვალა, არ გაუმჯობესდა მისი მდგომარეობა.
დაგვემატა 40 გამოჯანმრთლებული, 1534 გახდა, მათ პროცენტული მაჩვენებელი 42 არის“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






