თუ პრზიდენტი უარს იტყვის საბჭოს მოწვევაზე, ტიმოშენკო თხოვნით მიმართავს ევროპელ ლიდერებს, შეთანხმებას ხელი მოაწერონ ყველა კრიტერიუმის შესრულების გარეშე.
უკრაინის ექს-პრემიერმა იულია ტიმოშენკომ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს მიმართა მოწოდებით, მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა და მიიღოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის გადაწყვეტილება.
ამის შესახებ ნათქვამია ექს-პრემიერის წერილში, რომელიც მისმა დამცველმა ვლასენკომ ხარკოვში, ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოსთან ჟურნალისტებს წაუკითხა.
ექს-პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაშინ ის ევროპელ ლიდერებს თხოვნით მიმართავს მოაწერონ ხელი შეთანხმებას ყველა კრიტერიუმის შესრულების გარეშე. ტიმოშენკომ იანუკოვიჩს სამი რჩევა მისცა: პირველი - აირჩიოს უკრაინის განვითარების ვექტორი მიუხედავად იმისა, როგორ იმოქმედებს ეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე; მეორე - არცერთ შემთხვევაში არ დარჩეს რუსეთთან პირისპირ მარტო; მესამე - არ დაკომპლექსდეს მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. „შეთანხმების განადგურებით, თქვენ უშვებთ თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდ შეცდომას“, - ხაზი გაუსვა ტიმოშენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






