ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის სარეკორდო მაჩვენებელი დაფიქსირდა- უკანასკნელ 24 საათში 97 894 ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი, რაც კოვიდ 19-ის დაავადების გავრცელებიდან დღემდე ყველაზე მასშტაბური რაოდენობაა. ბოლო დღე-ღამეში აგრეთვე გარდაიცვა 1132 ადამიანი.
ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანაში სულ ინფიცირების 5 118 253 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 83 198 ფატალურად დასრულდა. ინდოეთში აქტიურ მკურნალობას ამ დრომდე მილიონზე მეტი პაციენტი გადის,
4 025 079 კი ვირუსისგან განიკურნა. ინდოეთის სამედიცინო კვლევითი საბჭოს თქმით, ქვეყანაშ სულ 60 მილიონზე მეტი სწრაფი ტესტია ჩატარებული.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის 30 076 429 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 945 845 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 22 მილიონამდე პაციენტმა კი ინფექცია დაამარცხა და სახლში გაიწერა.
მასალის გამოყენების პირობები






