მსოფლიო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანლის, მაიკ რაიანის თქმით, კოვიდ 19-თან და ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, სახელმწიფოებმა და მათმა მთავრობებმა თავის მოსახლეობას ზომიერი და თანმიმდევრული შეტყობინებები უნდა გაუგზავნონ. იგი აცხადებს, რომ კორონავირუსული პანდემია პოლიტიკურ საფეხბურთო დაპირისპირებად არ უნდა ჩამოყალიბდეს.
„მთავრობებმა, სამეცინიერო დაწესებულებებმა უნდა შეაფასონ, მიმოიხილონ მიმდინარე სიტუაცია და ამის შესახებ ობიექტურად და გასაგებად მიაწოდონ ინფორმაცია მოსახლეობას, რომლის შემდეგაც ადამიანებმა უნდა შეძლონ განსაზღვრონ თუ რა ზომების მიღებაა საჭირო“ - ამის შესახებ მაიკ, რაიანმა ჟურნალისტებთნ საუბრის დროს განაცხადა. მისი აზრით, ყველა ქვეყნის მთვრობამ კორონავირუსთნ დაკავშირებით თანმიმდევრული განცხადებები უნდა აკეთოს.
მისი აზრით, არ შეიძლება პანდემია უგულებელვყოთ და აგრეთვე არც პოლიტიკური საფეხბურთო დაპირისპირებისთვის უნდა იქნეს იგი გამოყენებული.
მასალის გამოყენების პირობები






