ნიგერიაში პორნო ვარსკვლავი, რომელიც სექს ფილმს ნიგერიის წმინდა ტყეში, ნაყოფიერების ქალღმერთის ქანდაკებასთან იღებდა, დააპატიმრეს. ტობილა ჯოლაოშო, რომელიც ნიგერიის პორნო ინდუსტრიაში ცნობილია, როგორც „KING TBLAK HOC“ , დააკავეს იმის გამო, რომ ქალაქ ოსუბუგოსთან არსებულ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან პორნო ფილმის გადაღებით იყო დაკავებული.
ჯოლაოშომ პორნო კადრები თავისი სოციალური მედიის გვერდსა და ვებსაიტზე ატვირთა. კადრში ასახულია ნიგერიელი პორნო ვარსკვლავი, რომელიც გამოწყობილია თეთრ მანტიაში- იმავე სამოსში, რომელიც ნაყოფიერების ქალღმერთის თაყვანისმცელმებს ტრადიციულად აცვიათ ხოლმე. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია აქვეყნებს.
პოლიციის სპიკერმა BBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პორნოვარსკვლავმა საზოგადოების ეთიკის წესები დაარღვია და ამორალური საქციელი ჩაიდინა, რის შემდეგაც იგი სასამართლოს წინაშე წარსდგება.
შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მოიცავს არაერთი ხელოვნების ნიმუში- ტაძარი, საკურთხეველი და ქანდაკებებია.




მასალის გამოყენების პირობები






