"ვიდეოზე ჩამიწერეს, ექთნები უსინათლო დედას უყვირიან და "გიჟს“ ეძახიან“ - თაკო ჩარკვიანი
COVID-19 - 13:34, 16 Sep, 2020     12292

კორონავირუსით ინფიცირებული თაკო ჩარკვიანი მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გადის.

მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოს შენობა ცუდ მდგომარეობაშია, პოლიტიკოსი ამბობს, რომ მის პალატაში უმაგრესი სისუფთავეა და მედპერსონალი განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩევა.

ჩარკვიანი ასევე საუბრობს იმ სიტუაციაზე, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოშია და სადაც მისი უსინათლო დედა კოვიდინფექციით მოათავსეს.

„მე და ჩემი მეუღლე ვწევართ ინფექციურში, ნუ იცით, რომ აქ რემონტი და რაღაც არ არის, მაგრამ უუუუმაგრესი ექიმები, სისუფთავე, გაკრიალებული ყველაფერი (ყველა კორპუსში (გარემონტებულში და ურემონტოშიც) ექთნები, პროფესიონალები პასუხისმგებლობით სავსენი არიან (მარინა ეზუგბაია – აი, თქვენ ( შენ)გენიოსო მადლობა , ბატონი თენგიზ ცერცვაძე – საოცარი პიროვნება უმაგრესი პროფესიონალი, ბატონი ამირან გამყრელიძე, რომლმაც დიდი ყურადღება გამოიჩინა პირველივე დღეს, კახა ჩომახიძე – უუმაგრესი მარიკა – ექიმი, თამრიკო, საოცარი მზიკო აფხაზავა, ციცო ბოცვაძე , ნინო ახვლედიანი, ნატო ქართველიშვილი, ყველა ყველა, ვისი გვარიც გავიგე / ყველა ყველა, სასწაული ხალხია).
ჩვენ უფრო ადრე წამოგვიყვანა სასწრაფომ, ხოლო დედა და თაია ცეკვავა და რიტა რევაზიშვილი სასწრაფომ გადაიყვანა რესპუბლიკურში!!!!!!!!
აი, ახლა კარგად მომისმინეთ!!!!!!! რესპუბლიკურის მესვეურნო!!!
გადმომიგზანეს გოგოებმა ფოტოები, ჩემი მოვლილი მოხუცის, რომელიც მანამდე პინეოში იწვა და ასევე მოვლილი და გაკრიალებული ჰყავდათ, რისთვისაც მადლობა სანდრო ცისკარიძეს და მის უმაღლეს პროფესიონალიზმს.

ახლა რა ხდება სამ დღეში რესპუბლუკურში!!!!??????

კვება (დილის შედის 13 საათზე) ფოტოებს არ ვდებ დედას გამო, მომვლელი-შვილივით მშვიდი რიტა, რომელსაც კოვიდი დაუდასტურდა და მხოლოდ ახლა შევაყვანინე დედა მასთან და უფრო მშვიდად ვარ, გაგიჟებულია 3 დღეში დედა შეიყვანეს ნაწოლებით, ვიდეოზე ჩამიწერეს, როგორ უყვირიან ექთნები დედას (რომელიც უსინათლოა სრულიად და ბუნებრივია ფსიქოლოგიურად ითხოვდა ახსნას, სად იმყოფებოდა, რატომ არ ვიყავი მე მასთან ან რატომ არ იყო იქ მომვლელი) აი, რატომ ვღელავდი ასე დედაზე, თითქოს გული მიგრძნობდა, მომასმენინეს გოგოებმა, როგორ უწოდებენ მას “გიჟს”, ჩემს ტვინით გატენილ დედას, რომელსაც დემენცია არ აქვს და აქვს სრულიად საღი აზროვნება, უბრალოდ უსინათლო მოხვდა მარტო კლინიკაში და ბუნებრივია კითხვები ჰქონდა და ფორიაქი, ყველანაირი მისი წამალი შევაგზავნე, რასაც სვამს, ეს რესპუბლიკური ეკუთვინს საპარტნიორო ფონდს, ხელმძღვანელობას, რომელსაც ასე ჰყავს მიშვებული პერსონალი არ უნდა იმყოფებოდეს ამ პოსტზე, არიან გამონაკლისი კარგი ექიმები, მაგ ნათია ცხაკაია, აბო( გვარი არ ვიცი სამწუხაროდ, მენეჯერი მირანდა კარგი პიროვნება ძალიან) ახლა მივმართავ რესპუბლიკურის ხელმძღვანელობას, ჩათვალეთ , რომ პირველივე შესაძლებლობის თანავე “ბოლომდე ჩაგყვებით») , რომ არ გაბედოთ ადამიანებს და თან პლუს მოხუცებს ოდესმე ასე მოექცეთ (გედი ფოფხაძეს ვუსმინე გუშინ ასევე რესპუბლიკურისგან- მათი უმსგავსობისგან “ გაგიჟებულს”) ყველა არამზადა არ შეიძლება ექიმი იყოს , (პარტნიორთა ფონდი დიდი ხელფასებით დავით საგანელიძევ , 28 ათასი ხელფასით როგორ ხართ????) ტელევიზიებით მოგადგებით ადგომიდან პირველივე დღეს! რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობას მიხედეთ ხელისუფლებავ!!მე მივხედავ მაგის გარანტიას გაძლევთ“, – წერს სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42