მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი კოვიდპანდემიისგან გამოწვეულ ზარალზე "რეაქციაში" საუბრობს. მისი თქმით, ახლა ყველას ვალია ერთმანეთის გვერდში დგომა და სიკეთის კეთება.
„ხალხს გულგრილი დამოკიდებულება აქვს კორონავირუსის მიმართ. თითქოს აღარ გვჯერა მისი ფატალურობის, თუმცა მე მყავს შაქრით დაავადებული დედა, ასთმიანი მამა, ამიტომ ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლიობა არ მაძლევს უფლებას უგულებელვყო დადგენილი რეგულაციები.
ახლა ერთადერთი გამოსავალი არის ის რომ ერტმანეთს გვერდში დავუდგეთ და სიკეთე ვაკეთოთ. დღეს რასაც ჩვენ ვვარაუდობთ ის საფრთხე, შიმშილისა და სიკვდილის საფრთხე, რომ არ დადგეს ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ და დავეხმაროთ.
მე დღეს არ ვსაუბრობ როგორც მსახიობი, ვსაუბრობს როგორც რიგითი გაჭირვებული ადამიანი, რომელიც შიმშილობს და ამ შიმშილობის უკან სექტემბრის თვეში ბანკის კრედიტი აქვს დასაფარი.“- ამბობს ბიბინეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






