გედევან ფოფხაძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა აცხადებს, რომ მისი ტესტის პასუხი შეეშალათ. როგორც ის იხსენებს, პირველმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და როდესაც სამედიცინო დაწესებულების დასატოვებლად ემზადებოდა, მოულოდნელად შეატყობინეს, რომ პასუხი დადებითი იყო.
"დილას მომდის უარყოფითი დასკვნა...ვემზადები წასასვლელად, ვაგროვებ ნივთებს და კარებთან მაჩერებენ, ირანელი ტურისტის ამბავი თუ გახსოვთ, ამდაგვარი სცენარის პერსონაჟი გავხდი... აღმოჩნდა, რომ დადებითია და მე ვერ გავიგე საიდან გაჩნდა პირველადი დასკვნა უარყოფითი. ჯერ მითხრეს რომ უარყოფითია დასკვნა, მერე მითხრეს, რომ დადებითია
დამირეკეს და ამიხსნეს, რომ ძალიან ბევრი ტესტის გაკეთება მოუწიათ და რაღაცეების გამო შეეშალათ და ბოდიში მომიხადეს" - ამბობს ფოფხაძე ეკა კვესიტაძის გადაცემაში საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






