ალექსეი ნავალნიმ საკუთარ სოციალურ ქსელში კომიდან გამოსვლის შემდეგ პირველი ფოტო გამოაქვეყნა-იგი ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება და ჯანმრთელობის მხრივ თავს კარგად გრძნობს. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს უკვე საფრთხე არ ემუქრება.
„გამარჯობა, ეს ნავალნია. მენატრებით. ჯერ კიდევ ვერაფერს ვაკეთებ, თუმცა გუშინ დამოუკიდებლად შევძელი, მესუნთქა, სხვისი დახმარების გარეშე სასუნთქი აპარატის ჩადგმაც კი არ დამჭირდა ყელში. ძალიან მომეწონა, რომელიც შეუფასებელია. რეკომენდაციას ვუწევ“ - დაწერა INSTAGRAM-ზე რუსმა პოლიტიკოსმა.
გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან საუბრისას რუსმა ოპოზიციონერმა აღნიშნა რომ იგი რუსეთში დაბრუნებასა და თავისი საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, რა დროსაც იგი თვითმფრინავში ცუდად გახდა და პილოტს მოუწია თვითმფრინავის საგანგებოდ დასმა. მოგვიანებით, გერმანელმა ექიმებმა დაადასტურეს, რომ იგი მოწამლული იქნა ნერვული აგენტი ნოვიჩოკით.
მასალის გამოყენების პირობები






