ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფიში ცხრა პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია, აქედან ოთხის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„გასული დღის განმავლობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაგვემატა 23 ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი. გუშინ 22 პაციენტი საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს. ამ დილისთვის სტაციონარში ირიცხება 142 პაციენტი. 9 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. ამათგან ოთხი პაციენტის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე. ოღონდ აპარატულ სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ გვყავს. ჟანგბადი მიეწოდებათ სიპაპ რეჟიმში და ღებულობენ ინტენსიურ თერაპიას. განყოფილებაში მყოფი პაციენტებიდან 55 პაციენტს აღენიშნება სხვადასხვა ხარისხის პნევმონია. მათთანაც მიმდინარეობს ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მკურნალობა. დღეს იგეგმება 17 პაციენტის გადაყვანა საკარანტინე ზონაში. ველოდებით ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებას“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გიორგი კიკაბიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






