პლანეტა ვენარაზე უცხო პლანეტელთა სიცოცხლის სავარაუდო ნიშნები იქნა აღმოჩენილი -ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია,INDEPENDENT-ი ავრცელებს.
მკვლევარებმა ფოსფინი, იშვიათი ტოქსიკური აირი დედამიწის მეზობლად ატმოსფერულ სივრცეში დააფიქსირეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს შესაძლოა, უცხოპლანეტელთა სიცოცხლის მიმანიშნებელი იყოს. სტატიაში ხაზგასმულია, რომ ზემოხსენებული აღმოჩენა არ წარმოადგენს სხვა პლანეტაზე პირდაპირი დაკვირვების შედეგს, თუმცა ფოსფინის დიდი რაოდენობის დაფიქსირება პლანეტა ვენერაზე სხვა ცნობილი პროცესების საშუალების სხვაგვარად ვერ იქნება ახსნილი, გარდა იმისა რომ მეცნიერები აღნიშნულ ფაქტზე დაყრდნობით აღნიშნავენ, რომ ეს დიდი ალბათობით შესაძლოა იყოს უცხო პლანეტელთა სიცოცხლის მკვეთრი ნიშანი მზის სისტემაში.
მეცნიერთა თქმით, ფოსფინი ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი აირია, რომელიც ლპობადი თევზის მსგავსად უსიამოვნო სუნით გამოირჩევა და ახასიათებს ტბორებს, გუბურებსა და პინგვინთა ფეკალიებს. მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული აირები ზოგიერთი ინდუსტრიული პროცესის საშუალებით მიიღება, ისინი აგრეთვე მზადდება ზოგიერთი ანაერობული ორგანიზმებით, განსაკუთრებით ბაქტერიებითა და მიკრობებით. მეცნიერები ფიქრობენ, რომ აღნიშნული აირები შესანიშნავი ინდიკატორია ცხოვრების არსებობის, რომელიც აგრეთვე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა უცხოპლანეტელთა სიცოცხლის ნიშნები ფიქსირდებოდეს პლანეტა ვენერაზე.
მასალის გამოყენების პირობები






