"კორონამ სიურპრიზი მოგვიწყო, ღამე ლევანს სიცხე 39 ჰქონდა...არასდროს დავწერ, რომ მორჩა უკეთესად ვართ…” – ვიკა ბუკია
COVID-19 - 11:04, 15 Sep, 2020     3615

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მეუღლეს სიცხე ჰქონდა.

„ჯერ გადახტი და „ჰოპლა“ მერე დაიძახეო. კორონამ სიურპრიზი მოგვიწყო: გუშინ ღამე ლევანს შეამცივნა და 39 სიცხე მისცა. ეძინა, მაგრამ რაღაცნაირად მივხდი, რომ წრიალებდა.

ვეცი პულტს და ოთახში გაჩდნენ. გაუკეთეს სიცხის დამწევები, დექსა, წნევის წამლები (160 ქონდა წნევა). 15 წუთში კარგად გახდა, ფერიც მოუვიდა და დაიძინა.

მე დაახლოებით ღამის 3 საათზე ვიგრძენი შემცივნება. 37.5-მდე ამიწია და 2 საათში თავისით დამიწია. ხველა მაქვს სპაზმური, არახშირი. მაგრამ თუ დავახველებ დიდხანს ვახველებ.

დილით ორივე კარგად ვგრძნობთ თავს, მაგრამ არასდროს აღარ დავწერ, რომ მორჩა უკეთესად ვართ და ყველაფერი მოვიტოვეთ.

ამიერიდან სულ ასე ჩავთვლი: კარგად კი ვართ ახლა, მაგრამ ხვალ როგორ ვიქნებით შეუძლებელია პროგნოზირება.

6-7-8 დღე არის (ხშირად) კოვიდის კრიზი. და სწორედ ამ დღეებს გავდივართ ჩვენ. ასე რომ, ჩვენს ექიმებს ლევანის 39 დიდად არ გაჰკვირვებიათ. მთავარია ანალიზები ვაკონტროლოთო, სიმპტომების მომატება კი სცოდნია ზუსტად ამ პერიოდში.

როცა მეკითებიან გრძნობ რაიმე განსხვავებულს ამ ვირუსის დროს? ჰოდა ამას: ბევრი ვირუსი იცით, თითქოსდა გამოჯანმრთელების შემდეგ მე-7 დღეს 39 სიცხით, რომ შეგახსენებთ თავს?

აი, ესაა განსხვავებული კიდევ:

ყველა ვირუსთან ბრძოლა აქამდე ჩემთვის იყო სიცხესთან და სიმპტომებთან ბრძოლა. მაგალითად, ჩემი კოვიდი ძალიან არააგრესიულია. უსიმპტომო, მაგრამ ასე გაყურსული რომ არის ცოტა უფრო მაფიქრიანებს...

მაგალითად, კალიუმის ნაკლებობა მაქვს. ანუ ჰიპოკალემია. სხვა ვირუსების დროს მსგავსი არაფერი მქონია. სიმპტომებია სისუსტე, დაღლილობა, კუნთების კრუნჩხვა, არითმიები. ნორმალურ პირობებში კალციუმის კონცენტრაცია სისხლში არის 3.6-5.2 . სისხლში კალიუმის ძალიან დაბალი კონცენტრაცია (2.5 მმოლ/ლ-ზე ნაკლები) უკვე საშიში. მე 2.8 მქონდა და ამიტომაც გუშინ მთელი დღე (!) მისხამდნენ კალიუმს. მთელი დღე მიჯაჭვული ვიყავი გადასხმის აპარატს. ამიტომაც ვიყავი ასეთი “დაშლილი”. გადასხმის შემდეგ ენერგია მომემატა.

აქ მუდმივად გვიღებენ სისხლს, რომ შეამოწმონ ღვილის და თირკმლის ფუნქციები. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად გვაქვს. მერე რა იქნება არ ვიცი. ეს ყველაფერი გაიდლაინებითაა გაწერილი. ისევ იმ პრეპარატებს ვსვამთ, რაც წინა პოსტებში მიწერია. მე დამიმატეს კუჭის. დექსას კურსის გამო.

ასე რომ,არაა ეს „ერთი ჩვეულებრივი ვირუსი“, თუმცა არც პანიკაა საჭირო. მივყვები მკურნალობის კურსს მშვიდად და ზედმეტი ნერვიულობით (რაც ძალიან ვნებს იმუნურ სისტემას) არ ვაზიანებ ორგანიზმს.

ნამცხვრებს რომ მიგზავნიან ვცდილობს სხვა კოვიდ-ინფიცირებულებსაც გავუგზავნო. მაგრამ იქნებ ამ დონას კლასტერის ხალხს დანახვა არ უნდათ ამ ნამცხვრების?! უნდა ვიფიქრო ამაზე.

დღეს შეედი პირველად დონას ფეიჯზე. ძაან სვეტი საკონდიტრო კი ყოფილა...

მაშო გიჟდება ასეთ გაპრანჭულ ტორტებზე და რომ გამოვა მინდა ვკითხო: ასეთ ფუმფულა, ლამაზ, ვარდისფერ, მარწყვებით და ბეზეებით მორთულ კოვიდიან ტორტს შეჭამდა?

მოკლედ, მაშოს დიდ გამოცდას ვუწყობ და პასუხს მოგახსენებთ.“- წერს ბუკია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42