ევროკანშირში თვლიან, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერით, უკრაინას შეეძლო დემონსტრირება მოეხდინა ინვესტორებისათვის მთელ მსოფლიოში, რომ ის სერიოზულადაა მიმართული მოდერნიზაციისაკენ.
უკრაინამ ბევრი დაკარგა ევროკავშირთან ასოცირებაზე შეთანხმების დადების ჩაშლით, განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაში, კეტრინ ეშტონმა.
მან აღნიშნა, რომ ხელმოწერით „ყველაზე ამბიციურ შეთანხმებაზე, რაც კი ევროკავშირს ოდესმე შეუთავაზებია პარტნიორი ქვეყნისთვის“, უკრაინა შეძლებდა რეფორმების გატარების კურსზე მყარად დარჩენას.
თავის მხრივ, ევროკავშირის მოქმედმა თავმჯდომარემ დალია გრიბაუსკატემ განაცხადა, რომ უკრაინაა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში პაუზა, შესაძლოა, ძალიან დიდხანს გაიწელოს.

მოძრაობა „მესამე რესპუბლიკის“ ლიდერმა იური ლუცენკომ მოუწოდა ყველა კიეველსა და ქვეყნის მოსახლეობას შეიკრიბონ თავისუფლების მოედანზე და მხარი დაუჭირონ უკრაინის ევროინტეგრაციას.
მისი აზრით, თუ გამოვა 100 ათასი უკრაინელი, ევროკავშირი შემხვედრ ნაბიჯზე გადადგამს უკრაინელ ხალხთან და ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერს ხელს.
უკრაინის ხელისუფლებამ გადაწყვიტა „აღადგინოს აქტიური დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან და საბაჟო კავშირის სხვა ქვეყნებთან და დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები გაამყაროს, რათა საერთო ძალებით შეინარჩუნონ და გააძლიერონ სახელმწიფოს ეკონომიკური პოტენციალი“.
კიევის სასამართლომ მაიდანზე საპროტესტო აქციის ჩატარება აკრძალა.
რუსეთში კი, უკრაინის უარი ევროინტეგრაციაზე პრაგმატიზმის მაგალითად მონათლეს.
მასალის გამოყენების პირობები






