ავსტრალიის მთავრობამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც ბავშვებზე სექსუალურად მოძალადე პირთა მიმართ პატიმრობის გარდა განხორციელდება დამატებითი სადამსჯელო ღონისძიებები- პედოფილებს ჩამოართმევენ სახლებს, მანქანებს და მათ სახელზე არსებული ქონების სრული კონფისკაცია მოხდება სახელმწიფოს მხრიდან.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, პიტერ დიუტონმა გამოსცა დანაშაულის უახლესი კანონები, რომლის თანახმადაც პოლიცია დამნაშავეებს იმ სრულ ქონებას ჩამოართმევს, რომლებიც აღნიშნულ პირებს მოპვებული აქვთ „ბავშთა ექსპლუატაციის გზით“.
მინისტრის თქმით, თუ სექსუალურად მოძალადე ადამიანი ფინანსურ სარგებელს იღებს არასრულწლოვანთა მხრიდან, მათი საბანკო ანგარიშებს გაყინავენ, ხოლო მანქანებისა და სახლების სრულ კონფისკაციას მოახდენს სახელმწიფო.
„ჩვენ მიზანში გვყავს ამოღებული ის ხალხი, რომლებიც სარგებელს იღებენ ბავშვების ვაჭრობითა და მათთვის სექს საქმიანობის იძულებით“- განაცხადა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






