ევექსი ჰოსპიტლები სახელმწიფოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და საჭიროების შემთხვევაში დაინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ 700-მდე საწოლის გამოყოფის მზაობაზე განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 15:42, 14 Sep, 2020     1091

ევექსი ჰოსპიტლები ქვეყანაში მომატებული Covid 19-ის შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი კლინიკების გადატვირთვის შემთხვევაში, 700-მდე საწოლის მობილიზებაზე სრულ მზაობას გამოთქვამს. პირველი ეტაპისთვის, კორპორაციამ ქ.თბილისსა და ქ. ქუთაისში სრულად აღჭურვილი 140-მდე საწოლი უკვე გამოყო.

თბილისში ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალისა და ქუთაისში, ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალი ინფექციის კონტროლის შესაბამისი პროტოკოლების თანახმად გადამზადდა. აღნიშნულ კლინიკებში 13 სექტემბრიდან კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მიღება უკვე დაიწყო. ევექსი ჰოსპიტლები კიდევ ერთხელ უხდის მადლობას ქსელში დასაქმებულ მედპერსონალს მოსახლეობის მხარდასაჭერად გამოხატული სრული მზაობისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის.

ჰოსპიტლებში სამედიცინო პერსონალი სარეზერვო გუნდებად დაკომპლექტდა და სამკურნალო პროცესში მათი ეტაპობრივი ჩართვა მოხდება. ჰოსპიტლებში მკურნალობის პროცესი სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ეროვნული პროტოკოლის მიხედვით განხორციელდება. 83 საწოლზე გაშლილი თბილისის ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი არაინფექციური პროფილის პაციენტებისთვის დაიხურება, ხოლო ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ცხელებიანი პაციენტებისთვის 51 საწოლზე გაშლილი სრული ერთი სართული გამოიყო, სადაც პაციენტების მიღება დამოუკიდებელი შესასვლელიდან მოხდება და მათი მართვა იზოლირებულ ბლოკ პალატებში გაგრძელდება.

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი არაინფექციური პაციენტებისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ჩვეულ რეჟიმში, თუმცა - პაციენტების მკაცრი ზონირების დაცვით განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ ევექსი ჰოსპიტლები იყო ერთ-ერთი პირველი სამედიცინო ქსელი ქვეყანაში, რომელმაც კოვიდ 19-ის პანდემიის პირველივე დღეებიდან დაინფიცირებული პაციენტების სამართავად 6 მსხვილი ჰოსპიტლის გამოყოფაზე მზაობა გამოთქვა. დღეს საქართველოში მომატებული შემთხვევებიდან გამომდინარე კორპორაცია კვლავ მზადაა მოსახლეობის მხარდასაჭერად შესაბამისი ინფრასტრუქტურით და მედპერსონალით აღჭურვილი 700-მდე საწოლი ქვეყნის მასშტაბით გამოყოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42