"ინციდენტობის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენ დღეს გვაქვს 1,74 ასი ათას მოსახლეზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველო მწვანე ზონაში რჩება, თუმცა ბოლო 4-5 დღის განმავლობაში გვაქვს მატება, ამიტომ ყველამ ერთად უნდა შევაკაოთ ზრდის მაჩვენებლი. ქვეყანაში გაფართოებულია ტესტირების მაჩვენებელი, აგვისტოს საშუალო დღიური მაჩვენებელით გვქონდა 4 665, სექტემბერში 7 961, მაგრამ 4 სექტებრიდან დღემდე საშუალო მაჩვენებელია 8 259“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
მან ასევე განაცხადა, რომ ე.წ. სეროპლევალენტობის კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ინფექცია არ ცირკულირებს, 1 222 ნიმუშში კი მხოლოდ ერთი კოვიდდადებითი შემთხვევა იყო.
„მნიშვნელოვანია, რომ გუშინ დავასრულეთ ე.წ. სეროპლევალენტობის კვლევა ოთხ მუნიციპალიტეტში – ხელვაჩაური, ქობულეთი, მარტვილი და ბორჯომი. 1 222 სისხლის ნიმუში იქნა შემთხვევითი პრინციპით შერჩული. იქ განისაზღვრა ე.წ. „იმუნოგლობულინ ჯის“ ანტისხეულები, რაც ნიშნავს, რომ „იმუნოგლობულინ ჯი“ როდესაც კორონავირუსის წინააღმდეგ ჩნდება, ამ ადამიანს გადატანილი აქვს ინფექცია. 1 222 ნიმუშში მხოლოდ ერთი დადებითი ამოვიდა მარტვილის რაიონში. კვლევა ჩატარდა 17-25 აგვისტოს პერიოდში. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფექცია არ ცირკულირებს. ამიტომ, ჩვენ ყველანაირად უნდა შევინარჩუნოთ ის დაბალი მაჩვენებლები, რაც ამ პერიოდამდე გვქონდა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






