ისრაელის მთავრობის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების ძალზე მასშტაბური და უკონტროლო გავრცელების ფონზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ქვეყანაში 3 კვირიანი სრული კარანტინი ცხადდება. მთვრობის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ მასობრივი შეკრებები ეროვნულ დღესასწაულებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე ქმნის ვირუსის მასშტაბური გავრცელების საფრთხეს.
ხელისუფლების თქმით, სრული იზოლაცია დაწესდება პარასკევს, რომელიც გასტანს 9 ოქტომბრამდე. ბენიამინ ნეთანიაჰუმ მედიასთან საუბრისას გააჟღერა საავადმყოფოების ხელმძღვანელების განცხადება, რომელშიც ისინი აცხადებდნენ, რომ თუ კოვიდ 19-ით დავირუსების აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდება, ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთება და იგი სრული კოლაფსის საფრთხის წინაშე დადგება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლები და ყველა აქტიური დაწესებულება დაიხურება, მათ შორის მაღაზიებიც, იფუნქციონირებს მხოლოდ აუცილებელი საჭიროების პროდუქტების მაღაზიები. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საკარანტინო შეზღუდვების წესების ეტაპობრივი შემსუბუქება მოხდება მაშინ, როდესაც ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდება.
ისრაელში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში დაავადების 1219 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 7 ფატალური აღმოჩნდა. სულ ინფიცირებულია 156 823 პაციენტი. 1126-ისთვის კი კოვიდ ინფიცირება სასიკვდილო აღმოჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები






