ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიუღებლობა და არ აღიარება საზოგადოების მხრიდან კვლავ აქტუალურია- მოსახლეობა პერმანენტული და მასშტაბური მშვიდობიანი აქციებით ადასტურებს ლუკაშენკოს ფიგურის, როგორც ქვეყნის პირველი პირის მიმართ მიუღებლობას. გუშინ გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა 100-იდან 150 000-მდე დემონსტრანტმა მიიღო.
აგრეთვე მასშტაბური რაოდენობით იყო მობილიზებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომელთაც 250 ადამიანი დააკავეს- ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანებში და გადაიყვანეს საპატიმროებში.
სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, თუ როგორ უსწორდება პოლიციის ოფიცერი საპროტესტო აქციის მონაწილე ქალს, რომელსაც გამეტებით ურტყამს თავში და ფიზიკურ დაზიანებებს აყენებს.
შეგახსენებთ, რომ მასობრივი დემონსტრაციები 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა. მიუხედავად საზოგადოების მასშტაბური მოთხოვნისა, ლუკაშენკომ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ იგი არსად აპირებს წასვლას და მანამ, სანამ მას არ მოკლავენ გამორიცხავს განმეორებითი არჩევნების ჩატარებას ქვეყანაში.
მასალის გამოყენების პირობები






