კორონავირუსი მსოფლიოში ჯერ კიდევ ძალზე აქტიურად ვრცელდება. ინფიცირებულთა რაოდენობამ უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია- უკანასკნელ 24 საათში 309 000 ადამიანი დაავადდა კოვიდ 19-ით, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე საზარელ ანტირეკორდს წარმაოდგენს- ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს.
ჯანმოს თქმით, მსოფლიოში სულ 29 190 543 ადამიანი დაავადდა კორონავირუსით, რომელთაგან 928 344 შემთხვევა ფატალური აღმოჩნდა. ინფექცია უკვე დაამარცხა 21 მილიონზე მეტმა პაციენტმა. ვირუსით ინფიცირების უდიდესი ნაწილი მოდის ჩრდილო და სამხრეთი ამერიკის კონტინენტზე, სადაც საერთო ჯამში 14, 7 მილიონ ადამიანს აღმოაჩნდა კოვიდ 19. სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიის რეგიონში 5.4 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო ევროპაში კი 4.8 მილიონი.
მიუხედავად ვირუსის მძლავრი კონტაგიოზურობისა, კორონავირუსი ისეთი მომაკვდინებელი აღარაა, როგორც რამდენიმე თვის წინ- აღიშნულ ფაქტს მედიკოსები და ეპიდემიოლოგები ხსნიან იმით, რომ ჯანდაცვის სისტემებმა ისწავლეს გამკლავება კორონავირუსთან , რომლითაც ვირუსის მიმდიარენობის მართვა უფრო მარტივია.
მასალის გამოყენების პირობები






