დონალდ ტრამპი ამერიკელ პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა- მან სენსაციური განცხადება გააკეთა იმ ბოროტმოქმედზე, რომელმაც სამართალდამცავები ჩაცხრილეს- „ცხოველებს ძლიერად უნდა დავარტყათ. იმ შემთხვევაში თუ პოლიციელები დაიხოცებიან, მკვლელის სწრაფად უნდა გასამართლდეს და მას სიკვდილით დასჯა მიესაჯოს. ეს ერთადერთი გზაა ამ დაუსჯელობის დასასრულებლად“ .
შეგახსენებთ, რომ კალიფორნიის სამართალდამცავ უწყებას შეუძლია სიკვდილით დასჯის განაჩენი სისრულეში მოიყვანოს. 2006 წლის შემდეგ აღნიშნულ შტატში არავის მიმართ დამდგარა სასჯელის უმაღლესი ზომა- სიკვდილი. სიკვდილით დასჯის ნებართვა შესაძლოა გაიცეს ფედერალური იუსტიციის სისტემის მიერ, თუმცა პრაქტიკაში, სიკვდილით დასჯის უმრავლეს შემთხვევაში განაჩენის გამოტანა სახელმწიფო სასამართლოს მიერ ხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ შავკანიანი მამაკაცი ჩაუსაფრდა პოლიციელებს და გაჩერებულ მანქანაში მსხდომი ოფიცრები რამდენიმე გასროლით ჩაცხრილა- ორივე სამართალდამცავი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია და სიცოცხლისთვის იბრძვის.
მასალის გამოყენების პირობები






