ამერიკაში მოღაწე ქართველი მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კორონავირუსის შესახებ წერს. როგორც პოსტიდან ვიგებთ, თავადაც იყო ცუდად და სხვებს სიფრთხილისკენ მოუდებს. ის მიმართავს საზოგადოებას, რომ საზოგადოებრივ შეკრების ადგილებში ყოფნას მოერიდონ.
„ვინც ამბობთ, რომ კორონა არ არსებობს, ბოდიში მოუხადეთ კორონათი დაღუპულთა ოჯახებს!
გაკოტრებულ ბიზნესებს! იმათ, ვისი დანაკარგი სამუდამოა და შეურიგებელი!
წაიღეს ტვინი!
მსოფლიო არ გამოდებილდა! იარაღია კორონა თუ რა არის, კორონა კლავს!
და „წინწასულობაზე“ თავს ნუ დებთ! მეც ვიყავი ავად და ვიცი რა არის ეს!
ნუ აბოლებთ ხალხს, ნუ კლავთ ამ „პროტესტებით“!
მკვლელობაში ეხმარებით გლობალური მკვლელობის პროექტს!
ადამიანებო, ატარეთ ნიღაბი, დაიცავით 2 მეტრი დისტანცია!
ნუ დადიხართ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ნუ ეხვევით ერთმანეთს!
ელემენტარული შეგნების ამბავია,“- წერს მსახიობი.
მასალის გამოყენების პირობები






