ლოს-ანჯელესის შტატში, პოლიციის ოფიცრები საავადმყოფოში სიცოცხლისთვის იბრძვიან მას შემდეგ, რაც მათ ერთ-ერთმა შავკანიანმა მამაკაცმა ჩასაფრება მოუწყო და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლა. აღნიშნული შემთხვევის ამსახველ ვიდეოს ბრიტანული მედია აქვეყნებს.
პოლიციის ოფიცერი, ქალი და მამაკაცი ისხდნენ თავიან საპატრული მანქანაში, რა დროსაც ბოროტმოქმედი მათ მიუახლოვდა და ფანჯრიდან დამიზნებითი ცეცხლი გაუხსნა ორივე მათგანს, შემდეგ კი მალევე გაუჩინარდა დანაშაულის ადგილიდან.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ოფიცრები კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან - მათ რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუატარეს და ამ დრომდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არიან მიერთებულნი. სამართალდამცავთა მხრიდან აქტიური დევნა და სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს თავდამსხმელის გამოსავლენად.
მასალის გამოყენების პირობები






