ბიჭმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა უზარმაზარი, გულისამაჩუყებელი პოსტი, რომელშიც მან ისაუბრა საკუთარ მოსაზრებებზე, ოჯახის შექმნისა და ბავშვების გაჩენის შეუძლებლობაზე. მან შემზარავად დაწვრილებით აღწერა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მკვეთრად დაიკლო წონაში და სულ ახლახან მიხვდა, რომ ”სიცოცხლე იმისთვის მიეცა, რათა ებრძოლა”.
ბიჭმა უკანასკნელ პოსტში მკითხველს სთხოვა, დააფასონ თავიანთი ჯანმრთელობა და მეტი ყურადღება გამოიჩინონ ნებისმიერი პრობლემის მიმართ:
"ადამიანის სხეული საოცარი რამეა. მას კი ყურადღებას მხოლოდ მაშინ ვაქცევთ, როდესაც ყველაფერი უკვე ჩათრეულია პრობლემებში. მინდა ოჯახი შევქმნა და შვილები ვიყოლიო, ამას კი მხოლოდ ახლა მივხვდი, როდესაც ეს უკვე შეუძლებელია... ამაზე მანამდე რომ მეფიქრა, იქნებ მთელი ცხოვრება სხვაგვარად წარმართულიყო“.
გამოქვეყნებიდან ორი დღის შემდეგ, ელიოტის დამ განაცხადა, რომ მან დაავადების გადალახვა ვერ შეძლო და გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-მა გამოაქვეყნა პოსტი საკუთარ ვებ-გვერდზე.
სტატიამ დაიპყრო მთელი მსოფლიო. სამწუხაროდ, თავად დალენმა ვერ დაინახა, რა საოცარი გამოხმაურება მიიღო მისმა პოსტმა, წერს გამოცემა Daily Mail.

მასალის გამოყენების პირობები






