სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-“ის თანამშრომელი თეონა ცხომელიძე კორონავირუსით ინფიცირებიდან მესამე დღეს მის მდგომარეობას აღწერს. ამბობს, რომ თავს არც ისე ცუდად გრძნობს და კლინიკაში არსებულ მდგომარეობას აღწერს.
"#კოვიდდადებითი დღე 3
დღეს ახალი ისაა, რომ მახველებს. უფრო მეტად ვიდრე გუშინ, მაგრამ არა ძალიან. გემო დავკარგე. Nanaმ კიევური გამომიგზავნა და მარტო ის გავიგე, რომ თბილი იყო და ლამაზიც
ჩვენს სართულზე სიმშვიდეა, მე-6-ზე მძიმე პაციენტები არ ყავთ, ექიმები სადღაც სხვაგან არიან. მედდა ლალი დაქრის ზემოთ-ქვემოთ პერიოდულად შემოაკაკუნებს ხოლმე, ხან წამალს ტოვებს კართან გარეთ, ხან საკვებს.
დღეში რამდენჯერმე დეზინფექციაა დერეფანში. '-მიდი მალე მოწამლე და ჩაი დავლიოთ' გუშინ მომესმა
კახელებს ქონიათ იუმორი კოვიდ-მეზობელი მყავს ველისციხიდან" - წერს ჟურნალისტი.
მასალის გამოყენების პირობები






