"აქ წევს პაციენტი, ორივე ფილტვზე ანთება აქვს, არის სრულიად უსიმპტომო. ამბობს მატყუებთ, არ მჭირს კორონაო, გარბის და იჭერენ" - ვიკა ბუკია
COVID-19 - 18:05, 13 Sep, 2020     3460

ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

ჟურნალისტი დეტალურად წერს დაავადების სიმპტომების, მკურნალობის მეთოდების და საავადმყოფოში არსებული მდგომარეობის შესახებ.

"ერთიანი გაიდლაინია ყველგან?
მკურნალობას ცერცვაძე საერთაშორისო გაიდლანის მიხედვით მეთვალყურეობს. თუმცა მაგალითად ბოჭორიშვილში პლაქვენილს აღარ იყენებენ. არც შემოუთავაზებიათ. ვიცი რომ სხვაგან ჯერ კიდევ გამოიყენება. 2 თვეა არ ვიყენებთო. მკურნალობა ძირითადად ერთიანია. შეიძლება იყოს სხვადასხვა სახელწოდების ერთი პრეპარატი, მაგალითად, დამათხელებელი ორი სახელწოდების ქვეშ ერთი და იმავე ჯგუფის.
დექსამეტაზონი?
სამაგიეროდ ახალი გაიდლაინების მიხედვით დექსამეტაზონის კურსი დაემატა მკურნალობას. ანუ დექსა დილა-საღამოს.
ბრიტანელი მკვლევარები (უკვე მეშინია ამ წინადადების ხსენება, მაგრამ ასეა) ამბობენ, რომ თავიდანვე რომ ჩაერთოთ დექსა 5000-მდე სიცოცხლე შეიძლებოდა გადარჩენილიყო. ითვლება, რომ დექსა სიკვდილის რისკს ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი პაციენტებისთვის ერთი მესამედით ამცირებს.
ასევე მარტის თვიდან დაემატა დამათხელებელი საშუალებები. საწყის სტადიაზე იცოდნენ მხოლოდ ის, რომ “კოვიდ-19” სასუნთქ სისტემას აზიანებდა. თუმცა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ამას ზოგჯერ ახლავს კოაგულოპათია ანუ სისხლის შედედების დარღვევა. ეს არის “კოვიდ-19”-ის შედარებით ახალი გამოვლინება. ასე რომ დამათხელებელს, რომლის სახელს შეგნებულად არ ვასახელებ, თავიდანვე გვიკეთებდნენ.
რამდენ ხანში გაგწერენ?
ამას ხშირად მეკითხებიან და ამაზე პასუხი არ არსებობს. ყოველ დღე იცვლება რეგულაციები და ბოჭორიშვილიც ამ რეკომენდაციების მოლოდინშია. საუბარია იმაზეც, რომ სიმპტომების მოხსნის შემდეგ, დადებითი სტატუსის მქონე პაციენტებმა სასტუმროებში გააგრძელონ მკურნალობა. განკურნება არ ნიშნავს კარგად ყოფნას. შესაძლოა ადამიანი კლინიკურად გამოჯანმრთელდეს, მაგრამ ცხვირ-ხახის ნაცხის გამოკვლევამ გვიჩვენოს, რომ ის კვლავ არის ვირუსის მატარებელი, ანუ მაინც იყოს ვირუსის გადამდები. განკურნება ნიშნავს ამას: უნდა მოვიდეს ტესტის უარყოფითი პასუხი. შემდეგ ისევ იმეორებენ და მეორე უარყოფითზე გწერენ.
“ვიკა, გილოცავ, მოიხადე!” – შეიძლება კიდევ დაგემართოს?
იაპონიაში დაფიქსირდა ხელმეორედ დაავადების ერთი შემთხვევა. ვინ იცის იქნებ მე გავხდე საქართველოში მეორედ ინფიცირების პირველი შემთხვევა:)
მგონი, ხუმრობაც არ მომეწონა ამ თემაზე.
უსიმპტომობა
აქ წევს პაციენტი, რომელსაც ორივე ფილტვზე ანთება აქვს და არის სრულიად უსიმპტომო. ამბობს მატყუებთ, არ მჭირს კორონაო, გარბის და იჭერენ. ასე რომ უსიმპტომობა არ ნიშნავს სრულ მოდუნებას. და არც პანიკის საფუძველია. უსიმპტომობა ძალიან კარგი რამეა, მაგრამ თან სწორედ ეს არის დიდი სატკივარი ამ ვირუსის. ამიტომაც ხდება გავრცელება. თუმცა მიჩნეულია რომ უსიმპტომო პაციენტები ძალიან მჭიდრო კონტაქტებს უფრო “ერჩიან”. მაგალითად, ოჯახის წევრებს. უფრო დიდია შანსი გადაგედოთ ვირუსი სიმპტომიანი ავადმყოფისგან.
სუსტი დადებითი.
ეს ნიშნავს რომ ვირუსი ან მიდის ან მოდის. ამ დროს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ანტისხეულებზე კვლევა. თუ ანტისხეულები არაა, ნიშნავს რომ ვირუსი იწყება:) იზოლაციის პირველივე დღეს “სუსტი დადებითი” ვიყავი მე, ამიტომაც გადარჩნენ ჩემი კონტაქტები.
პირობები?
ბოჭორიშვილში კარგია. ინფექციურში ძალიან ცუდი. სხვაგან არ ვიცი. თუმცა ბოჭორიშვილში უფრო უსიმპტომოები წვანან. ინფექციურში – რთულები. აი, ასეთი დილემაა. პალატიდან გამოვდივართ მხოლოდ კატეს დროს. სტაფი გადასარევი, ჩემი საჯაროობის გამო – არა. “კატე” რომ გამიკეთეს სხვა პაციენტებს გავესაუბრე და იგივეს აღნიშნავდნენ.
მეშინია?!
ჯერ-ჯერობით არა." - წერს ბუკია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42