"ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი იბნევა, ვერ ხსნის მოვლენებს, არ უნდა დაიბნეთ, გვახსოვდეს, ღმერთი გვიგზავნის და ღმერთი მოგვმადლებს სიხარულს" - ილია მეორე
საზოგადოება - 15:41, 13 Sep, 2020     3782

ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი იბნევა, ვერ ხსნის მოვლენებს, არ უნდა დაიბნეთ, გვახსოვდეს, ეს არის ღვთისგან, ღმერთი გვიგზავნის და ღმერთი მოგვმადლებს სიხარულს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.


პატრიარქმა მრევლს მშვიდობა უსურვა და სიკეთის კეთებისკენ მოუწოდა.


„ადამიანის ცხოვრებაში მრავალი დღე და წელიწადია, როდესაც ჩვენ არ გვესმის, რა ხდება? რა მოვლენაა? დღევანდელი მდგომარეობა ეს გაუგებარი მოვლენაა, ადამიანი ვერ ახსნის ამ მოვლენას. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ არ გვყოფნის წამალი, არ გვყოფნის სამკურნალო საშუალებები, სინამდვილეში ეს სულ სხვაა, ეს არის ზებუნებრივი მოვლენა, რომელიც ღმერთისგანაა. ჩვენ გვინდა ავხსნათ ეს მოვლენები, მაგრამ ვერ ვხსნით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დედამიწაზე ბევრი მოვლენა ვერ აიხსნება ადამიანის გონებით და არ უნდა ვეცადოთ, ავხსნათ, მაგრამ ადამიანმა უნდა იფიქროს, რასთან დაკავშირებითაა ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, ადამიანი რომ იყოს ბედნიერი, უნდა აკეთოს სიკეთე, უნდა თესავდეს სიყვარულს, ამიტომ ჩვენი ცხოვრების მიზანი უნდა იყოს ის, რომ სიყვარული, სიხარული გამოვიჩინოთ სხვა ადამიანის მიმართ. ადამიანი, რომელიც აკეთებს სიკეთეს და თესავს სიყვარულს, ის უფრო გახარებულია, ვიდრე ის, რომელსაც უკეთებენ სიყვარულს. ამიტომ, ჩვენი მიზანი უნდა იყოს ერთი რამ, ვიცხოვროთ სხვებისათვის, ვიცხოვროთ სიყვარულით. ჩვენი ტაძარი სიყვარულმა ააშენა. მახსენდება ის დღეები, როდესაც მოვდიოდით ამ მშენებლობის ადგილზე და ვტკბებოდით, არაფერი არ იყო, არც საძირკველი, არც კედლები, მოვდიოდით და ვტკბებოდით და ეს სიტკბო გაგვყვება საიქიოს, ეს სიხარული და სიყვარული ჩვენთან იქნება. მშვიდობა სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენთან, თქვენს ოჯახებში, თქვენს შვილებში და თქვენს გარშემო. არ დაიბნეთ, ხშირი შემთხვევაა, როცა იბნევა ადამიანი, როცა ვერ ხსნის მოვლენებს, არ უნდა დაიბნეთ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ღვთისგან, ღმერთი გვიგზავნის და ღმერთი მოგვმადლებს სიხარულს, მაშასადამე, უნდა გვახსოვდეს, ვიცხოვროთ სხვებისთვის და ღმერთი გამოგვიგზავნის დიდ სიხარულს. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. ჩვენთან არს ღმერთი. სიყვარული სიხარული და მოთმინება ძალიან მნიშვნელოვანია, მოთმინება უნდა გვქონდეს“, – განაცხადა პატრიარქმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42