"ზეწრები სისხლითაა დასვრილი...ბუზები კოღოები და ტარაკნები არიან...ადიალა ოფლის სუნითაა აქოთებული" - კადრები რესპუბლიკურიდან
COVID-19 - 14:44, 13 Sep, 2020     3076

რესპუბლიკური საავადმყოფოს მძიმე მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში პაციენტი წერს და შესაბამის ვიდეომასალასაც ავრცელებს.

პაციენტი წერს, რომ საავადმყოფოში სრული ანტისანიტარიაა, არ არის სველი წერტილები, დადიან მწერები და მედპერსონალიც უყურადღებობით "გამოირჩევა"

საშინელი ანტისანიტარიაა, კედლებზე სისხლია შემხმარი, ზეწრები სისხლითაა დასვრილი, ყველგან ბუზები კოღოები და ტარაკნები არიან. არ გვავქს სველი წერტილი. გასათბობად მოტანილი ადიალა კი დახეული და ოფლის სუნითაა აქოთებული. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ პალატა მიწის სწორსაა და პალატაში აბსოლუტურად ყველანაირი არსება შემოდის. ამას ფოტოზეც ნახავთ. ფანჯრის დახურვას საწოლზე აბობღება სჭირსება და დიდი ძალით დახურვა. ექთნებს მივმართეთ მრავალჯერ თუმცა უშედეგოდ. გვითხრეს თუ გაწუხებთ დახურეთო, თუმცა 38.5 სიცხით მე ამას ნამდვილად ვერ ვახერხებ. თანაც იმის გათვალისწინებით რომ 5 საათის მანძილზე მედიკამენტის ნასახიც კი არ მოუციათ. ამ ყველაფერს ემატება უხეში სტაფი, რომელსაც მხოლოდ ფარატინა პირბადე უკეთია და ისეა დაშინებული ჩემი სავარაუდო დაავადებით, რომ კეთროვანზე უარესად მექცევიან. ყველა სიკეთესთან ერთად ისეთი ელემენტარული რამაც კი, როგორიც თერმომეტრია, არა ახალი ან პირადი გამომიყვეს, ( მისი ფასი აფთიაქში 1.75 თეთრია) არამედ სხვისი ნახმარი, ნათითურებიანი და ბინძური მომცეს. ორჯერ ვითხოვე ახალი თერმომეტრი, თუმცა ორივეჯერ გაბრაზებულმა ექთანმა ისევ ბინძური თერმომეტრი მომცა. გთხოვთ გამოასწოროთ სიტუაცია, რადგანაც ეს პირობები ნამდვილად არაჰუმანურია და ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებაა, რომ მივიღო ნორმალური მკურნალობა და არა ახალი ინფექცია სისხლიანი კედლების გამო - წერს ფეისბუქ მომხმარებელი სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42