ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 148 კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული, აქედან ოთხი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გიორგი კიკაბიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი პაციენტების მიღება არ შეუძლია.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში 41 კოვიდინფიცირებული პაციენტი შემოიყვანეს. ორი პაციენტი გაეწერა. ერთი პაციენტი თბილისში სამკურნალოდ გადადის, რადგან ბავშვს დაუდასტურდა ვირუსი და დედა-შვილი მიჰყავთ. 12 პაციენტის საკარანტინო ზონაში გადაყვანა იგეგმება.
ამ დროისათვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 148 ინფიცირებულია. ოთხი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დინამიკაში გაუარესება არ შეინიშნება. განყოფილებაში 38 პაციენტი გვყავს, რომელთაც სხვადასხვა ხარისხის პნევმონია აღენიშნება. მათთან მიმართებაში ანტიბიოტიკოთერაპია და ანტივირუსული მკურნალობა მიმდინარეობს. მათი მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯერჯერობით ადგილები არ გვაქვს, მაგრამ თუ გადავიყვანთ საკარნტინო ზონაში ნაწილს, შემდეგ ვნახავთ რამდენი ადგილი გამოგვითავისუფლდება”– განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გიორგი კიკაბიძემ.
„პრაიმტაიმი“
მასალის გამოყენების პირობები






