მისი თქმით, ინფიცირების მაღლი მაჩვენებლი კონტაქტების სწრაფად მოძიებამ განაპირობა.
ეუზგბაიას თქმით, მოსახლეობამ მაღალი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და რეგულაციები მაქსიმალურად დაიცვას.
"ასეთი მაჩვენებელი ქვეყანაში არ ყოფილა, მაგრამ ეს 158 ციფრი ჩვენ პანიკის საფუძველს არ გვაძლევს, მინდა გითხრათ, რომ შედარებით წყნარად ვიყოთ. გამომდინარე იქიდან, ძალიან სწრაფი, თანაზომადი ქმედებები განხორციელდა, სწრაფად მოხდა მოძიება ინფიცირებულების კონტაქტების, მათი გამოკვლევა, დადასტურება, შემიძლია გითხრათ, ამ 158-ის ყველაზე დიდი ნაწილი არის ბათუმი, სადაც თითქმის უკვე ლოკალიზაციისკენ მივდივართ. მყარად შეგვიძლია ვთქვთ, რომ დაავადების გავრცელების შეწყვეტად განვახორციელებთ, ცაგერიც ლოკალიზებულია, ახლა ასეთი აქტიური ქმედებები მიდის იმერეთში და სამეგრელოში", - განაცხადა ეზუგბაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






